ESPN: "ბარსელონაში" ვიდალს რაკიტიჩზე მეტად აფასებენ
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა იანვარში ივან რაკიტიჩს შეელიოს, მაგრამ არა არტურო ვიდალს.
ხორვატი და ჩილელი ფეხბურთელები "ბარსელონას" ნახევარდაცვაში არსებული ფეხბურთელების სიმრავლის მსხვერპლნი გახდნენ, რის გამოც ისინი იმდენ სათამაშო დროს ვერ იღებენ, რამდენიც სურთ. ეს განსაკუთრებით რაკიტიჩზე ითქმის, მაგრამ უკმაყოფილების ღიად დაფიქსირებას არც ვიდალი ერიდება.
ცნობილია, რომ ორივე ფეხბურთელის დამატების სურვილს მილანის "ინტერი" გამოთქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონაში" ვიდალს რაკიტიჩზე მეტად აფასებენ, რადგან მას გამორჩეული ხასიათი გააჩნია. სწორედ ამიტომ, "ბლაუგრანა" 32 წლის სამხრეთ ამერიკელის იანვარში გაშვებას არ აპირებს. რაც შეეხება რაკიტიჩს, კატალონიელები მზად არიან მას 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]