რონალდ არაუხო: პირველ გუნდში მოსახვედრად ყოველდღე ვმუშაობ
დღეს, "ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, რონალდ არაუხოს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. მატჩის შემდეგ (0:2) მან მცირე კომენტარი გააკეთა.
"მე ყოველდღე ვმუშაობ, რათა აქ ვიყო, პირველ გუნდში. ეს თავიდანვე ჩემი მიზანი იყო."
"როდესაც ურუგვაიდან მოდიხარ, ადაპტაციის გავლა ცოტა რთულია, მაგრამ მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ, რათა მეტი შესაძლებლობა მომეცეს. აქ ყოფნა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამისთვის ბევრს ვმუშაობდი."
"ჩემთვის მისაბაძი ცენტრალური მცველი? პიკე, რომელიც ყოველთვის მეუბნება, რომ მას ძალიან ვგავარ. ასევე, ჩემი თანამემამულე - დიეგო გოდინი."
"ეს ძალიან კარგი ჯგუფია. ჩვენ ყველა გვესაუბრება."
"სუარესი ყველა ურუგვაელისთვის მაგალითია. ძალიან კარგი იქნებოდა მასთან ერთად მაიამის ტურნეზე წასვლა, მატეს დალევა და საუბარი." - ციტირებს რონალდ არაუხოს სიტყვებს Mundo Deportivo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]