”ბარსელონას” მომდევნო მეტოქე Copa Del Rey-ში
Copa del Rey-ს ფარგლებში, ”ატლეტიკისა” და ”ბარსელონას” შორის გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. თუმცა, ორთაბრძოლაში საბოლოოდ ”ბარსელონამ” გაიმარჯვა და მეოთხედ ფინალის საგზური მოიპოვა.
ჩავი ერნანდესმა ”ბარსელონას” მაისურით 550-ე მატჩი ჩაატარა. ერიკ აბიდალისთვის, ”ბარსელონას” მაისურით ”ატლეტიკის” კარში გატანილი გოლი სადებიუტო აღმოჩნდა.
მატჩი ”ატლეტიკსა” და ”ბარსელონას” შორის დაძაბული ტემპით დაიწყო. ”ატლეტიკის” ფეხბურთელებმა პრესინგს მიმართეს. მიუხედავად ამისა, დავიდ ვილიას ანგარიშის გახსნის შანსი მიეცა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე ირაისოსმა მოიგერია.
თამაშის პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა.ბურთის ფლობის მაჩვენებელი, როგორც ყოველთვის ბარსელონელთა სასარგებლოდ იყო (75%). მიუხედავად ამისა, ”ბლაუგრანელები” შეტევის ნაყოფიერად დასრულებას ვერ ახერხებდნენ.
მეორე ნახევრის პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ”ატლეტიკის” ფეხბურთელები აქტიურად უტევდნენ პინტოს კარს. უნდა აღინიშნოს, რომ დანი ალვესი და ადრიანო არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდნენ, ისევე როგორც ვილია და პედრო.
61-ე წუთზე განხორციელებულმა ცვლილებამ (ადრიანოს ნაცვლად მოედანზე გამოვიდა ინიესტა), თამაშის რიტმი შეცვალა. ბუსკეტსმა ჩაანაცვლა აბიდალი ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ხოლო ეს უკანასკნელი თავის ჩვეულ ადგილს, მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა.
თამაშის 75-ე წუთზე ”ბარსელონამ” ანგარიში გახსნა. ჩავის პასი, მესის გადაცემა, ოღონდ ამჯერად არა ვილიას, ან პედროს , ან თუნდაც ინიესტას, პიკეს, ალვესის ან ბუსკეტსის მისამართით, არამედ ერიკ აბიდალის. ერიკ აბიდალმა ”ბარსელონას” რიგებში პირველი, ხოლო კარიერის განმავლობაში მეორე გოლის გატანა მოახერხა. სწორედ მისი დამსახურებაა ”ბარსელონას” გასვლა Copa del Rey-ს მეოთხედ ფინალში.
მატჩის 77-ე წუთზე კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. მოედანზე პუიოლი შემოვიდა. ამ ცვლილებიდან ზუსტად 8 წუთში, ლიორენტეს მიერ დარტყმული ბურთი ”ბარსელონელების” კარის ბადეში გაეხვა. ”ატლეტიკმა” ანგარიში გაათანაბრა.
91-ე წუთზე აფელაის დებიუტი შედგა ”ბარსელონას” რიგებში.
მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით ”ბარსელონა” Copa del Rey-ს მეოთხედ ფინალში გავიდა. კატალონიელების მომდევნო მეტოქე ”ხეტაფესა” და ”ბეტისს” შორის გამარჯვებული იქნება.
სამწუხაროა, მაგრამ არდადეგების შემდეგ ”ბარსას” ფეხბურთელები ჩვეულ ფორმაში ვერ ჩადგნენ. თუ Copa del Rey-ში თამაშის ფრედ დასრულება საკმარისი აღმოჩნდა მომდევნო ეტაპზე გადასავლელად, La Liga-ში ასეთი ანგარიში 2 ქულის დაკარგვის ტოლფასია.
ეს კი სამეფო თასის ბადეა და როგორც ხედავთ ”ბარსელონას” ფინალში გასვლის დიდი შანსი აქვს

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]