"ვალენსიაში" არსებულ კრიზისს რაფინიას ტრანსფერი ეწირება

"ვალენსიაში" არსებულ კრიზისს რაფინიას ტრანსფერი ეწირება

"ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას "ვალენსიაში" ტრანსფერი, შესაძლოა, "ღამურებში" არსებული არეულობის გამო ჩაიშალოს.

"ვალენსიას" მეპატრონეს, პეტერ ლიმსა და კლუბის გენერალურ დირექტორს, მატეუ ალემანის შორის კონფლიქტია. ეს უკანასკნელი გათავისუფლების ზღვარზეა და Sport-ის ცნობით, ამან, შესაძლოა, რაფინიასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს.

"ბარსელონა" და "ვალენსია", ბოლო დროს, რაფინიას ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდნენ. კლუბები ტრანსფერის თანხაზე, 15 მილიონზე უკვე შეთანხმდნენ. მოსაგვარებელი იყო მხოლოდ გადახდის ტიპი. "ბარსელონა" თავიდან 10 მილიონს ითხოვდა, "ვალენსია" კი 3 წლის განმავლობაში, წელიწადში 5 მილიონის გადახდაზე იყო მზად.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 29 ივლისი 2019 18:18
    0
    აჩუქონ... აჩუქონ...ოღონდ მოშორდეს ბარსას