ხუან მირანდა - ორი ევროპული კლუბის სამიზნე

ხუან მირანდა - ორი ევროპული კლუბის სამიზნე

"ბარსელონას" ახალგაზრდა მარცხენა მცველით ორი ევროპული კლუბი დაინტერესდა, იტყობინება Sport.

საქმე ხუან მირანდას ეხება. ესპანელის დამატების სურვილს "მარსელი" და "იუვენტუსი" გამოთქვავენ. "ბარსელონას" ნიჭიერი ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს და მხოლოდ იჯარის წესით გაშვებას განიხილავს. ამ მიზეზის გამო "იუვენტუსთან" მოლაპარაკება რთულდება - იტალიელებს მისი ყიდვა უნდათ. რაც შეეხება "მარსელს", ფრანგები თანახმა არიან მირანდა იჯარით დაიმატონ, ამიტომ ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი უფრო დიდია.

შეგახსენებთ, რომ ხუან მირანდა ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან ტურნირზე 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Basi
    სტუმარი [?]
    #2 2 აგვისტო 2019 10:51
    4
    arenda kargi iqneba begindshii codoa
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აგვისტო 2019 09:39
    2
    ნუ ახურებთ ერთი რაა გაუცვალეთ ბეტისს ფირპოში და ეგაა იუვენტუსი რო ამას არ იყიდის რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued