”ატლეტიკი” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ატლეტიკი” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ატლეტიკთან” თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს პრესასთან.

 პიკე:

”ჩვენ მეოთხედ-ფინალში ვართ. აბიდალი დიდებული ფეხბურთელია. ”სან მამესზე” თამაში უდიდესი სიამოვნებაა. ეს არის შესანიშნავი სტადიონი და შესანიშნავი პუბლიკა.”

 აბიდალი:

”იმდენი ხანია გოლი არ გამიტანია, უკვე აღარ მახსოვდა რა გრძნობა იყო ეს.ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძლიერი მეტოქის მიუხედავად ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშის შემდეგ, დროა ძალები ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოვსინჯო.”

 

კომენტარი გააკეთა ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმაც.

ანდონი სუბისარეტა:

”მატჩი კარგად დავიწყეთ. თუმცა მეტოქეები თავს კარგად იცავდნენ და შესაბამისად თამაში გართულდა. გუნდს სივრცე შეეზღუდა, რამაც ფეხბურთელების დისკომფორტი გამოიწვია.”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.