"ტოტენჰემი" კოუტინიოს იჯარაში 21 მილიონს იხდის
The Times-ის ცნობით, ფილიპე კოუტინიოს დამატებით კიდევ ერთი ლონდონური კლუბი დაინტერესდა. "ტოტენჰემი" ბრაზილიელის იჯარით შეძენას ეცდება და კონკურენციას "არსენალს" გაუწევს.
"ტოტენჰემი" 21 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს, რაც "მეთოფეების" შეთავაზებაზე ცოტათი ნაკლებია. მაურისიო პოჩეტინო გუნდი გაძლიერებას ცდილობს და კოუტინიო მათი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ფილიპეს დამატება განსაკუთრებით არგენტინელ მწვრთნელს სურს, რომელიც მასთან "ესპანიოლში" მუშაობდა და შემდეგ "საუთჰემპტონში" გადაყვანაც სცადა, თუმცა მაშინ საქმეში "ლივერპული" ჩაერია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]