კოუტინიოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია
"ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის, ფილიპე კოუტინიოს მომავალი, ჯერჯერობით, ისევ კითხვისნიშნის ქვეშ დგას.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ბრაზილიელი ახლოს იყოს ლონდონის "არსენალში" იჯარით გადასვლასთან, თუმცა "მეთოფეები" კოუტინიოს აყვანას გამორიცხავენ.
- ბრაზილიელით ამჟამად ლონდონური "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.
- "ბარსელონამ" კოუტინიოს იჯარა პრემიერ ლიგის ტოპ კლუბებს შესთავაზა.
- "არსენალი" კოუტინიოზე, ხელფასის გამო, უარს ამბობს და ცენტრალური მცველის ძიებაშია.
- "ტოტენჰემში" კრისტიან ერიქსენის წასვლა განიხილება, ამიტომ კოუტინიო მისი შეცვლის კანდიდატად მოიაზრება.
- "ბარსელონა" კოუტინიოს ტრანსფერზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს.
- კოუტინიო და მაურისიო პოჩეტინო ერთმანეთს კარგად იცნობენ.
- ბრაზილიელის აგენტმა "მანჩესტერში" ტრანსფერი გამორიცხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]