რივალდო: გრიზმანს მესის ჩანაცვლება შეუძლია
"ბარსელონას" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რივალდომ ანტუან გრიზმანსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"ანტუან გრიზმანს მესის ჩანაცვლება შეუძლია, რადგან ის შესანიშნავი მოთამაშეა. თუმცა, როცა ლეო მოედანზე არ იქნება, რა თქმა უნდა, გუნდს ის დააკლდება."
"ჯერ ძალიან ადრეა მესის "ბარსელონადან" წასვლაზე საუბარი, რადგან ის კიდევ ორი ან სამი წელი შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშსა და გუნდის დახმარებას."
"ახალი მესი არ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, გუნდში ისეთი მოთამაშეების ყოლა, რომლებიც მატჩებში განსხვავებას შექმნიან, როდესაც მესი წავა." - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]