"ბარსელონა" ლა ლიგის გახსნით მატჩში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდა
"ბარსელონამ" 2019/20 წლების სეზონი წაგებით დაიწყო. ერნესტო ვალვერდეს გუნდი "სან მამესზე" 0-1 დამარცხდა. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როცა კატალონიელებმა ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი წააგეს.
ასეთი შემთხვევა 2008 წელს დაფიქსირდა. სორიაში "ბარსელონამ" "ნუმანსიასთან" 0-1 წააგო (მარიო მარტინესის ერთადერთი გოლით). აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი "ბარსამ" ლა ლიგის, ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა.
მაშინ კატალონიელებს სათავეში პეპ გვარდიოლა ედგათ...
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]