მეშვიდე ნახევარფინალი რვა წელიწადში

მეშვიდე ნახევარფინალი რვა წელიწადში

ფრანგული "პსჟ"–ს დამარცხებით, "ბარსელონამ" მეშვიდედ დაიბევა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური ბოლო 8 წელიწადში. ამ 7 შემთხვევიდან "ლურჯ–ბროწეულისფერებმა" 2–ჯერ ფინალში იასპარეზეს და აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ ტრიუმფატორები გახდნენ (2009 და 2011 წლებში).

"ბლაუგრანას" წარმატებებმა და მათმა შესანიშნავი თამაშის საიდუმლომ განაპირობა ის, რომ კატალონიელები მუდმივად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგის აღნიშნულ ეტაპზე. 2007 წლის მარცხი "ლივერპულთან", როდესაც "ბარსელონა" 1/8 ფინალურ ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას, გახდა გადამწყვეტი მომენტი გუნდის ისტორიაში. შემდეგი სეზონებიდან ისინი მუდმივად ასპარეზობდნენ 1/2 ფინალში. 2008 წელს კატალონიელები "წითელმა ეშმაკებმა" ("მანჩესტერ იუნაიტედი") გამოთიშეს ასპარეზობს ნახევარფინალიდან. ერთადერთი შემთხვევა ბოლო 8 წლის განმავლობაში, როცა "ბარსელონამ" ვერ გააღწია 1/2 ფინალში, გახლდათ შარშანდელი სეზონი. შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ასპარეზობიდან გამოთიშვა მადრიდის "ატლეტიკომ" მოახერხა.

10–დან 8

ბოლო 10 წლის განმავლობაში "ბარსელონამ" საუცხოო შედეგის დაფიქსირება მოახერხა. შვიდჯერ ზედიზედ 1/2 ფინალში გასვლას რომ დავუმატოთ 2006 წლის ტრიუმფიც, გამოვა, რომ კატალონიელებმა ბოლო 10 სეზონში 8–ჯერ იასპარეზეს ტურნირის 4 საუკეთესო გუნდს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანა" ერთადერთი გუნდია ბოლო დეკადაში, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.