რაფინიამ ვარჯიში გამოტოვა - კიდევ ერთი დანაკლისი "ბეტისთან" მატჩის წინ?
"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა, რაფინია ალკანტარამ დღევანდელი დილის ვარჯიში გამოტოვა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს მუცლის არეში ტკივილი აწუხებს. მოსალოდნელია, რომ ის საღამოს ვარჯიშსაც გამოტოვებს და გუნდს ხვალ, "ბეტისთან" გასამართი მატჩისთვის ბოლო ვარჯიშზე დაუბრუნდება.
თუ რაფინიამ ხვალაც ვერ ივარჯიშა, "ბარსელონას" შეტევაში პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდება. ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს "ბეტისთან" თამაში გამორიცხულია, ლეო მესი კი თამაშს, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ "ბარსას" ერთადერთი ჯანმრთელი შემტევი ანტუან გრიზმანი იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]