"ბარსას" ყოფილი დირექტორი: ნეიმარის ტრანსფერი სისულელეა და იმედი მაქვს, ყველაფერი ტყუილია
ეს იდეა სულელურია და იმედი მაქვს, ტყუილია - ასე ეხმაურება "ბარსელონას" ყოფილი დირექტორი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ტონი ფრეიშა "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებებს.
"ბარსელონა" თავისი სპორტული პროექტის და ეკონომიკური სტაბილურობის გაუქმებასთან ახლოს არის.
არ ვიცი, რა ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი, მაგრამ "ბარსასთვის" სასიკეთო ნამდვილად არაფერი ხდება. ეს სისულელეა, არაფერი მესმის. იმედი მაქვს, ყველაფერი ტყუილია".
ორი კლუბის წარმომადგენლების გუშინდელმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა კატალონიური გუნდის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ 2 სექტემბრისთვის ნეიმარის ტრანსფერის დასრულებას მოახერხებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]