თომას ტუხელი: ნეიმარის სიტუაცია უცვლელია
დღეს, "პარი სენ-ჟერმენი" ლიგა ერთის მორიგ შეხვედრას გამართავს "მეცის" წინააღმდეგ.
თომას ტუხელმა ნეიმარი ისევ განაცხდს მიღმა დატოვა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი ბრაზილიელზე ისაუბრა.
"სიტუაცია "ტულუზთან" მატჩის შემდეგ არ შეცვლილა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მშვიდად ვარ. ფეხბურთში ბევრი სიგიჟე შეიძლება მოხდეს და ახლა საკუთარი თავის დაკარვის დრო არაა.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, აღარაფერი შეიცვალოს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დროა დარჩენილი. 2 სექტემბერს ვნახავთ რა მოხდება." - ციტირებს ტუხელის სიტყვებს As.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მას შემდეგ პოზიტიური ცნობები აღარ გავრცელებულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]