ნეიმარმა „ბარსას“ ფეხბურთელებს შეატყობინა, რომ ტრანსფერი არ შედგება
გავლენიანი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ოფიციალურ Twitter-ზე ვკითხულობთ, რომ ნეიმარი მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონას" არ შეუერთდება. 27 წლის ფორვარდმა ყოფილ თანაგუნდელებს შეატყობინა, რომ პსჟ და კატალონიური გუნდი ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
ბრაზილიელი იმედგაცრუებულია, ის ბოლომდე ცდილობდა საფრანგეთის ჩემპიონთა მის გაშვებაში დარწმუნებას, მაგრამ უშედეგოდ.
ახლო წარსულში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ნეიმარის შეძენისთვის საჭირო ფინანსური რესურსები არ აქვს, რის გამოც მოლაპარაკებაში სხვა ფეხბურთელების ჩართვა სურდა.
ივან რაკიტიჩი და ჟან-კლერ ტოდიბო პსჟ-ში წასვლას დასთანხმდნენ, მაგრამ უსმან დემბელეს უარი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]