RMC: რაფინიასთვის "მარსელი" და "სელტა" იბრძვიან
"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველით, რაფინია ალკანტარათი ორი კლუბი ინტერესდება - "სელტა" და "მარსელი", იტყობინება RMC.
წყაროს ცნობით, "სელტა" მზადაა რაფინიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ბარსელონას" ტრანსფერისგან 15 მილიონ ევროს მიღება სურს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, კატალონიელები, შესაძლოა, ფასის შემცირებასაც დასთანხმდნენ.
რაც შეეხება "მარსელს", ფრანგებს კონკრეტული შეთავაზება ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.
წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს ურჩევნია, რომ ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ევროტურნირებზე იასპარეზებს, თუმცა ვერც "სელტამ" და ვერც "მარსელმა" ევროპა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]