ბოიანი: “არანაირი კრიზისი არ არის”
"ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ბოიან კრკიჩი დარწმუნებულია, რომ კლუბში არანაირი კრიზისი არ არის: "ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ჯგუფში ჩემპიონთა ლიგაზე; პრიმერაში სულ რამდენიმე ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს; ასევე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დაუმარცხებლები ვართ საკუთარ მოედანზე”.
რაც შეეხება გასვლით თამაშებს, სადაც "ბარსელონამ” 18 შესაძლებლიდან მხოლოდ 6 ქულა აიღო, ბოიანი ამ მხრივაც ოპტიმისტურად არის განწყობილი: "გასვლით თამაშებში ქულების დაკარგვა დროებითი პრობლემაა, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ეს არ არის კონკრეტულად ვინმეს დანაშაული, ეს ყველას პრობლემა არის”.
ჭორებს, რომლის მიხედვითაც რაიკაარდის დღეები კლუბში დათვლილია, ბოიანი სკეპტიკურად უყურებს: "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მან ძალზე ბევრი გააკეთა "ბარსელონასთვის”. ის არის მწვრთნელი, რომელმაც გულშემატკივრებს თავიდან დააწყებინა ოცნება. არ არის მიზეზი იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ გუნდის ცუდ პერიოდზე, ჩვენთან ხომ ყველაფერი შესანიშნავად არის. მე ვფქირობ, რომ რაიკაარდი ჩვენთან დარჩება, რადგან მან ამ წლების განმავლობაში ძალზე ბევრი გააკეთა”.
თავდასხმაში თავის პარტნიორზე, ტიერი ანრიზე ბოიანმა შემდეგი განაცხადა: "ის ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის და ცუდად არ თამაშობს, მას გააქვს გოლები. ერთადერთი ის არის, რომ იგი ჯერ არ არის ინ ანრი, რომელიც იყო "არსენალში”. დრო და დრო იგი ძველებურად ათამაშდება”. სამუელ ეტო’ოს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ბოიანმა განაცხადა, რომ როდესაც იგი სრულად გამოჯანმრთელდება, გუნდი უკეთესად ათამაშდება.
ბოიანმა რამდენიმე სიტყვა "ბარსელონას” დაუძინებელ მტერზეც თქვა: "რეალი ახლა კარგ ფორმაშია და როგორც ყოველთვის იბრძვის ტიტულისთვის, მაგრამ ბევრს შეუძლია ამ ტიტულის მოგება. ყველფერი ჯერ კიდევ წინ არის და შედეგს ჩვენ ვნახავთ მაისში”.
როდესაც ბოიანს კითხეს, თუ როგორ უძლებს იგი ამხელა წნეხს ესე ახალგაზრდა ასაკში, მან უპასუხა: "მე ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისათვის, მაგრამ მე კმაყოფილებას არ ვგრძნობ. როდესაც მე გავდივარ მოედანზე, მავიწყდება ყველაფერი და ვცდილობ გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა მოწინააღმდეგის კარის ასაღებად”.
წყარო: www.barcamania.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]