გვარდიოლამ კოუტინიოს ტრანსფერი დაბლოკა
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კოუტინიო "მანჩესტერ სიტის" შესთავაზა, თუმცა გვარდიოლამ ბრაზილიელი არ ისურვა. ესპანელი აშკარად არ იყო დაინტერესებული კოუტინიოს შეძენით.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" ერთადერთი კლუბი არ იყო, რომელსაც "ბლაუგრანამ" კოუტინიოს თავი შესთავაზა. კატალონიელები ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად და სარფიანად მოეგვარებინათ ბრაზილიელის საქმე.
საბოლოოდ, "ბაიერნმა" 8.5 მილიონი ევრო გადაიხადა ერთწლიანი იჯარის საფასურად და დაიტოვა კოუტინიოს 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება. ბრაზილიელი უკვე გერმანიაში შეეცდება საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას და დაკარგული ფორმის აღდგენას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]