ლაპორტა: “ანრის შეუძლია წავიდეს”

ლაპორტა: “ანრის შეუძლია წავიდეს”

კატალონიის "ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ მისი კლუბი ფრანგ ფორვარდს, ტიერი ანრის, ზაფხულში გუნდის გამოცვლაში ხელს არ შეუშლის.
"ანრის ჩვენთან კონტაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ არ ვიცი რას გადაწყვეტს მისთვის წარუმატებელი სეზონის შემდეგ. "ბარსელონა" ფეხბურთელის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას ყოველთვის ასრულებს ანრიმ ისეთი სეზონი ნამდვილად ვერ ჩაატარა, როგორიც თავად სურდა. ამიტომ თუ მას სურვილი გაუჩნდება შეუძლია საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს კლუბი" - აცხადებს ლაპორტა კატალონიურ სპორტ-თან ინტერვიუს დროს. ტიერი ანრი "ბარსელონაში" 2007 წელს გადავიდა დიდი იმედებით, მაგრამ პირველი სეზონი მან, როგორც კლუბმა ჩააგდო. ფრანგმა ფორვარდმა, პირველ წელს 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონი ანრისთვისაც და მისი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. ამჯერად ფრანგმა 29 თამაშში 19 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს მან მხოლოდ 19-ჯერ ითამაშა აქედან 4-სრულად და 4 გოლი გაიტანა გასათვალისწინებელია ისი ფაქტიც, რომ ანრის მომავალი ლაპორტას აღარ ეხება, რადგან 14 ივნისს "ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

წყარო:sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.