"რეალმა" "ბარსასთან" სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში "ბარსელონას" უშუალო კონკურენტმა, მადრიდის "რეალმა" "ლევანტეს" 3:2 მოუგო.
კარიმ ბენზემას დუბლისა და კაზემიროს გოლის წყალობით ზინედინ ზიდანის კოლექტივმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე მატჩი მოიგო. მათ ჯამში 8 ქულა აქვთ და მოცემულ მომენტში "ბარსას" ჩამორჩენა -4 -ია.
"ბარსას" მეორე უშუალო კონკურენტი "ატლეტიკო" თავის მატჩს 20:30 საათზე, "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს. ჩოლოს კოლექტივი ლა ლიგის უპირობო ლიდერია 9 ქულით.
"ატლეტიკოს" თამაშის შემდეგ საქმეში "ბარსა" ჩაერთვება, რომელსაც დღეს ლიდერი, ლეო მესი დააკლდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]