ნეიმარი: ყველამ იცის, რომ წასვლა მინდოდა

ნეიმარი: ყველამ იცის, რომ წასვლა მინდოდა

"პარიზ სენ-ჟერმენი" და "სტრასბურგი" ერთმანეთს საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდნენ. ნეიმარ და სილვამ ბრწყინვალე მაკრატელა შეასრულა და შეხვედრის მიწურულს მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა (1:0). მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ფორვარდმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ფანების განწყობა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ - მე პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ.

სტვენა უცხო ხილი ნამდვილად არ არის. ამჯერად, ჩემი ყველა შეხვედრა გასვლითი იქნება. საზოგადოებამ იცოდა, რომ წასვლა მსურდა. მე ეს აქამდეც მითქვამს და ახლაც იგივეს ვიმეორებ.

მოლაპარაკების პროცესის დეტალების განხილვა არ მინდა. დროა ეს გვერდი გადავფურცლოთ. მე პსჟ-ს მოთამაშე ვარ და მოედანზე ძალას არ დავიშურებ."-ამბობს ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 15 სექტემბერი 2019 00:33
    11
    მიუხედავად იმისა , რომ მე ბევრი თქვენთაგანივით გაბრაზებული ვარ ნეიმარზე , ერთი რამე ყველამ უნდა ვაღიაროთ : არამგონია მესიზე მეტად ვინმე ვიყვეთ გუმგატეხილები და გაბრაზებულები მისი ბარსელოადან წასვლით და რახან ლეომ შეძლო და აპატია , ჩვენ რა უფლება გვაქვს ეჭვის თვალით ვუყუროთ ნემოს . უნდა ვაღიაროთ , რომ ნამდვილად მისია მომავალი და ეს რომ იცის მესიმ , იმიტომაც ცდილობს მის უკან დაბრუნებას , რადგან ხვდება რომ მისი წასვლის შემდეგ გუნდს ძალიან გაუჭირდება და აუცილებლად ჭირდება ნეიმარისნაირი ფანტაზისტაა . დავიჯერო მესიზე დიდი კულეები ვართ ჩვენ ? ზამთარში ნემოო დაიდოოს .
    Culé [?]
    #2 15 სექტემბერი 2019 00:05
    8
    რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს შენთვის როცა მოგინდება ყველა არ გაგიშვებს დროა შეეგუო რეალობას ბარსას გულშემატკივრებს სძულხარ პსჟს უარესად ვარსკვლავი მაშინ იქნები როცა გულშემატკივრებს თავს შეაყვარებ სკანდალებში არ გაეხვევი და ფანებს მოსაკლავად არ გადაიკიდებ
    CuLe ♥
    სტუმარი [?]
    #1 14 სექტემბერი 2019 23:59
    14
    მაგარი ბიჭია ძაან! აუცილებლად დაბრუნდება ეს! 💛