კლემან ლანგლეს ტრანსფერს საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს

კლემან ლანგლეს ტრანსფერს საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველის, კლემან ლანგლეს "სევილიადან" კატალონიურ კლუბში ტრანსფერს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს, თუმცა "ბლაუგრანა" მოდავე მხარე არ იქნება.

2017 წელს, ლანგლე "ნანსიდან" "სევილიაში" 5 მილიონ ევროდ გადავიდა. გარიგების თანახმად, ფრანგული კლუბი ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერიდან 12%-ის მიღების უფლებას იტოვებდა. 2 წლის შემდეგ, ლანგლემ "სევილიადან" "ბარსელონას" 35 მილიონ ევროდ მიაშურა, მაგრამ ანდალუსიელებმა "ნანსისთვის" 12%-ის გადახდაზე უარი თქვეს.

საქმე ისაა, რომ ლანგლე "სევილიადან" "ბარსელონაში" ჩვეულებრივი ტრანსფერის სახით არ გადასულა. კატალონიურმა კლუბმა ფრანგი მცველი გამოისყიდა. ვინაიდან კლუბებს შორის არც მოლაპარაკებები გამართულა და არც შეთანხმება მომხდარა, "სევილიას" მიაჩნია, რომ მას ფეხბურთელი არ გაუყიდია და შესაბამისად, "ნანსის" 12% არ უნდა გადაუხადოს.

ფრანგულმა კლუბმა ესპანელებს FIFA-ში უჩივლა და საქმე მოიგო, ახლა კი, "სევილია" საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივის.

"სევილიას" მსგავსი საქმე აქამდე მოგებული აქვს. 2008 წელს, "ბარსამ" ანდალუსიური კლუბისგან სეიდუ კეიტა 14 მილიონად გამოისყიდა და სევილიელებმა მალელის ყოფილი კლუბისთვის სატრანსფერო თანხის განაწილებაზე უარი თქვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 18 სექტემბერი 2019 02:05
    0
    ციტატა: GelaD8
    ბარსას ყველა ტრანსფერი სალაპარაკო და საპრობლემო რატო ხდება ყოველთვის

    არ ვიცი წაიკითხე თუ არა სტატია მარა ბარსა არაფერ შუაშია როგორც იქნა. ისე კი იყიდი თუ გამოისყიდი რა მნIშნველობა აქვს, ფრანგულ გუნდს თავისი უნდა მიეღო. თორე ეგრე, ყოფილი გუნდების მოტეხვის მიზნით ყიდვის ნაცვლად გამოსყიდვას გააფორმებენ და რა აზრი ექნება კონტრაქტში ჩაუდებ თუ არა შემდგომი გაყიდვიდან წილის პუნტკს
    Culé [?]
    #2 17 სექტემბერი 2019 21:40
    1
    ბარსას ყველა ტრანსფერი სალაპარაკო და საპრობლემო რატო ხდება ყოველთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 სექტემბერი 2019 20:32
    4
    აუჰ სევილიამ იდარდოს მაგაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued