"ბარსელონას" შემადგენლობა 5 კაცით შემცირდება?
მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" არ აპირებს ზამთარში ნეიმარის ტრანსფერს მიუბრუნდეს, ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის დამატებას შეეცადოს. სამაგიეროდ, კატალონიელები მზად არიან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ფეხბურთელს შეელიონ.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ფინანსების დასტაბილურება სჭირდება. ამ მიზნის მისაღწევად, კატალონიელები მზად არიან, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ივან რაკიტიჩს, სამუელ უმტიტისა და არტურო ვიდალს შეელიონ. ასევე არაა გამორიცხული, მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით, კარლეს ალენია და მუსა ვაგე სხვა გუნდებში გაანათხოვრონ.
თუ მართლაც ასე მოხდა, "ბარსელონას" პირველ გუნდში მხოლოდ 16 ფეხბურთელი დარჩება, რაც სამ ფრონტზე საბრძოლველად ძალიან ცოტაა. განსაკუთრებით პრობლემური იქნება დაცვის ცენტრი - ამ პოზიციაზე, ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში მხოლოდ 3 ფეხბურთელი იქნება და აქედან ერთი გამოუცდელი ჟან-კლერ ტოდიბო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]