ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

"ბარსელონას" 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის წინასწარ განაცხადში შეიყვანეს.

ფატიმ ესპანეთის მოქალაქეობა გასულ პარასკევს მიიღო. ამის მიზეზი ისაა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე წაეყვანათ. As-ის ცნობით, ასეც ხდება - ფატი 17-წლამდელთა მუნდიალის წინასწარ განაცხადში მოხვდა. საბოლოო განაცხადი ოქტომბერში დასახელდება, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ ფატი იქაც მოხვდება.

მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატი 26 ოქტომბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დამთავრდება. ამას ემატება მოსამზადებელი პერიოდიც და გამოდის, რომ ფატი "ბარსელონას" 7 თამაშს გამოტოვებს. ეს თამაშებია: ბარსელონა-ეიბარი, სლავია-ბარსელონა, ბარსელონა-რეალი, ბარსელონა-ვალიადოლიდი, ლევანტე-ბარსელონა, ბარსელონა-სლავია, ბარსელონა-სელტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 სექტემბერი 2019 23:48
    1
    წარმატებები ანსუ ნაკრებიში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 25 სექტემბერი 2019 19:32
    8
    არც თუ ისე ცუდია, აქ დემბელე დაბრუნდა და დრო სჭირდება, სუარესი და მესიც ფორმაში უნდა შევიდნენ და დრო შეუმცირდებოდა ბარსაში. იქ თავის ასაკისებში იქნება და მენტალიტეტიც გაუძლიერდება შედარებით წესით. დარწმუნებული ვარ, უკეთესი დაბრუნდება და იმედია, გაიბრწყინებს