ანსუ ფატიმ, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე უარი თქვას
"ბარსელონას" 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ, შესაძლოა, მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე არ ითამაშოს.
გუშინ, ანსუ ფატი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის განაცხადში ოფიციალურად შეიყვანეს. თუმცა, Cadena Ser-ის ცნობით, მაინც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფატი ბრაზილიაში გასამართ ჩემპიონატზე (26 ოქტომბერი - 17 ნოემბერი) სათამაშოდ გაემგზავროს. წყაროს ცნობით, თუ მას პირველ გუნდში ოფიციალურად დააწინაურებენ, ფატი ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში წასვლაზე უარს იტყვის.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" ყველანაირად ცდილობს ფატი მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავროს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაშიც მიაჩნიათ, რომ 16 წლის ფეხბურთელი თავისი ასაკის მოთამაშეებთან შედარებით ზედმეტად კარგად თამაშობს და მას 21-წლამდელთა ნაკრებში უნდა იძახებდნენ. თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ ფატი "ბარსელონაში" დარჩება და მას 7 თამაშის გამოტოვება არ მოუწევს. 16 წლის ფეხბურთელს "ელ კლასიკოში" ძალების მოსინჯვის შანსიც ექნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]