ფრენკი დე იონგი: რატომ მიყვარს ნახევარდაცვაში თამაში...
ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ხსნის, თუ რატომ ურჩევნია მოედნის ცენტრში თამაში სხვა პოზიციებს.
"ნახევარდაცვაში თამაში იმიტომ მომწონს, რომ ბურთს ბევრჯერ ეხები. თამაშის ცენტრში ხარ და უფრო მეტად ხარ ჩართული, ვიდრე მცველი ან თავდამსხმელი.
ყოველთვის ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, მთელი ჩემი ცხოვრება. ერთხელ თავდამსხმელად ვითამაშე, მაგრამ დიდხანს არა. ასევე, 3 წლის წინ, მცველად ვთამაშობდი. დაცვაში თამაში არ მეზიზღება. თუ მწვრთნელი დამავალებს, ამას გავაკეთებ, მაგრამ ჩემი ამბიცია ნახევარდაცვაში თამაშია.
მესმის, რომ თავდამსხმელებს მეტი გოლი გააქვთ და ეს მომწონს, როგორც ყველას, მაგრამ ჩემთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც სხვებისთვის.
თუ ბურთს ხშირად ეხები, თამაშს აკონტროლებ. მოედნის ცენტრში ყველაფრის კეთება შეგიძლია." - აცხადებს დე იონგი El Periodico-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]