ინიესტა: „ნახევარდაცვაში თამაში მირჩევნია“

ინიესტა: „ნახევარდაცვაში თამაში მირჩევნია“

"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ მისი საყვარელი საქმიანობა მოედნის ცენტრში თამაშია და არა შეტევაში. ეს განცხადება ანდრესმა მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ არ შედის მეტოქის საჯარიმოში ხშირად და არ ამწვავებს სიტუაციას.

"საქმე ისაა, რომ მოედნის ცენტრში თამაში ძალიან მიყვარს. ეს არ ნიშნავს, რომ მეტოქის კართან ახლოს ყოფნა არ მომწონს. უბრალოდ, ჩემი თამაშის სტილი მოედნის ცენტრში უფრო კარგად მოქმედების საშუალებას მაძლევს. ძალიან მიყვარს კომბინაციური ფეხბურთი და გადაცემები, რაც უფრო ხშრად მოედნის ცენტრში ხდება. ვცდილობ, თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და მეტოქის კარის სიახლოვეს მოქმედების დროს ეს რთულია."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.