ანსუ ფატის ტრავმის მიზეზი ცნობილია
"ბარსელონას" 16 წლის ტალანტი ანსუ ფატი ტრავმირებულია და გუნდს "ინტერთან" დღეს გასამართ მატჩში ვერ ეხმარება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი მარჯვენა მუხლის არეში დისკომფორტს გრძნობს. Mundo Deportivo კი ამის მიზეზს ასახელებს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ფატის დისკომფორტის მიზეზი მისი ასაკია. 16 წლის ფეხბურთელი 1.78 მეტრის სიმაღლისაა, მაგრამ ის ზრდას განაგრძობს. სწორედ სიმაღლეში ზრდის პროცესითაა გამოწვეული დისკომფორტი.
ფართო მასებისთვის ასეთი პრობლემა სიახლეა, რადგან როგორც წესი, როდესაც ფეხბურთელი "ბარსელონას" დონის კლუბის პირველ გუნდში გამოჩნდება, მას სიმაღლეში ზრდა უკვე დასრულებული აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]