საქმიანი ლანჩი მატჩის წინ
"ბარსელონასა" და "ინტერის" პრეზიდენტები საქმიან ლანჩზე იმყოფებოდნენ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გაიმართა. გარდა უშუალოდ თამაშისა, ჟურნალისტებს კატალონიურ კლუბში მიმდინარე პროცესებიც აინტერესებდათ, ამიტომ ერთ-ერთი კითხვა ჟერარ პიკეს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ პიკემ რამდენიმე დღის წინ ბორდისადმი კრიტიკული განცხადება გაავრცელა. ესპანელის აზრით, ხელმძღვანელობა კონკრეტულ გამოცემებს აკონტროლებს და ისინიც სტატიებს წაქეზებით წერენ.
"დღეს ჩემპიონთა ლიგაა." - უპასუხა ბართომეუმ ჟურნალისტის კითხვას.
ნაკლებად სიტყვაძუნწი აღმოჩნდა ხავიერ ძანეტი, რომელსაც ლიონელ მესის შესახებ ჰკითხეს.
"ლეოს ძალიან კარგად ვიცნობ. უპირველესად, მინდა, რომ გამოჯანმრთელდეს. ჩვენ ვიცით, რა ტიპის ფეხბურთელია მესი და როცა ის მოედანზეა, ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ფავორიტი არ არსებობს." - ციტირებს ძანეტის სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]