ტონი კროოსს "ელ კლასიკოს" გამოტოვება ემუქრება
მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ტონი კროოსმა, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკო" გამოტოვოს. ამის მიზეზი გუშინ მიღებული ტრავმაა.
გერმანელმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხის ტრავმა "გრანადასთან" გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო და ზინედინ ზიდანი იძულებული გახდა ის შეეცვალა. As-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ "რეალისთვის" ყველაზე კარგ შემთხვევაში, "ელ კლასიკოსთვის" კროოსი ახლადგამოჯანმრთელებული იქნება.
ტონი კროოსი, მიმდინარე სეზონში, ზიდანის ფორმაციის "რეალის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოგვევლინა. სულ 2 ფეხბურთელია, ვინც ფრანგმა სპეციალისტმა ათივე შეხვედრაში ათამაშა - კროოსი და კაზემირო. გერმანელმა ათივე ეს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]