ოფიციალურად: "ბარსელონამ" ვიქტორ ვალდესი დაითხოვა
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვიქტორ ვალდესის მუშაობით უკმაყოფილოა. დღეს კი ყველაფერი ოფიციალურად გადაწყდა - ვალდესი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეიდან, მის ადგილს "ბარსას" 18-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი, ფრანკ არტიგა დაიკავებს.
ესპანური პრესა ვალდესის გათავისუფლების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუმცა მთავარი ალბათ, "ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემიის დირექტორთან, პატრიკ კლიუვერტთან კონფლიქტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]