"ბარსელონადან" გოლი უკვე 12-მა ფეხბურთელმა გაიტანა
ზედიზედ მე-5 წელია, "ბარსელონას" ესპანეთის მასშტაბით საუკეთესო შეტევის ხაზი ჰყავს. კატალონიელები ყველაზე მეტი გოლის გატანას სტაბილურად ახერხებენ.
თუ აქამდე, ეს მიღწევა ლეო მესისა და ლუის სუარესის შედეგიანი თამაშით იყო განპირობებული, წელს ეს სიტუაცია შეიცვალა.
"ბარსას", ლა ლიგის 8 ტურში, ყველაზე მეტი, 20 გოლი აქვს გატანილი. აქედან მხოლოდ ერთი მოდის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირზე, ლეო მესიზე.
"ბარსელონას" პირველ გუნდში, ანსუ ფატისა და კარლეს პერესის ჩათვლით, 23 ფეხბურთელი ირიცხება. აქედან ნახევარზე მეტმა, 12-მა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონში თავის გოლით გამოჩენა უკვე მოახერხა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. საუკეთესო ბომბარდირი, 4 გოლით, ლუის სუარესია. მას 3 შედეგიანი დარტყმით ანტუან გრიზმანი მოსდევს. 2-2 გოლი დაუგროვდათ არტურს, ვიდალსა და ანსუ ფატის, ხოლო მეტოქის კარი თითოჯერ აიღეს პიკემ, ალბამ, ფირპომ, დე იონგმა, მესიმ, დემბელემ და კარლეს პერესმა.
მეკარეების, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ნეტუს გარდა, ჯერ კიდევ უგოლოდ არიან ნელსონ სემედუ, ჟან-კლერ ტოდიბო, კლემან ლანგლე, მუსა ვაგე, სერჟი რობერტო, სამუელ უმტიტი, სერხიო ბუსკეტსი, ივან რაკიტიჩი და კარლეს ალენია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]