ჟერარ პიკე ისტორიული ინგლისური კლუბის შეძენას ცდილობდა
როგორც ჩანს, ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ "ანდორას" მფლობელობით არ კმაყოფილდება და მას კიდევ ერთი კლუბის შეძენა სურდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, საუბარია ისტორიულ ინგლისურ კლუბზე, "ნოთს ქაუნთიზე".
წყაროს ცნობით, გასულ ზაფხულში, პიკეს კომპანია Kosmor Group "ნოთს ქაუნთის" მაშინდელ მფლობელთან, ალენ ჰარდისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გარიგება არ შედგა, რადგან ჰარდი აქტიურ მოლაპარაკებებში იყო ჩართული საფეხბურთო სტატისტიკის მწარმოებელი კომპანიის, Football Radar-ის დამფუძნებლებთან, კრისტოფერ და ალექსანდრ რედტცებთან.
გავრცელებული ინფორმაციით, პიკე "ნოთს ქაუნთის" პრესტიჟმა და მისმა დიდმა ისტორიამ მიიზიდა. ეს კლუბი 157 წლის წინ, 1862 წელსაა დაარსებული, რაც მას მსოფლიოში უძველეს პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბად აქცევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]