ნაკრებში გრიზმანის უგოლო სერია გრძელდება

ნაკრებში გრიზმანის უგოლო სერია გრძელდება

2019 წელს გამართულ პირველ სამ სანაკრებო შეხვედრაში თითო გოლის გატანის შემდეგ, ანტუან გრიზმანმა მეტოქის კარის აღების გარეშე ზედიზედ მე-6 შეხვედრა ჩაატარა.

"ბარსელონას" 28 წლის ფრანგი ვარსკვლავი ნაკრებში კარგ თამაშებს ატარებს, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებს. ბოლო სანაკრებო გოლი მან 2 ივნისს, ბოლივიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. მას შემდეგ, ანტუანი 587 წუთა უგოლოდ თამაშობს. ბოლო უგოლო შეხვედრა მან გუშინ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა, როდესაც აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

იმ 6 შეხვედრაში, რომლებშიც გრიზმანმა თავის გოლით გამოჩენა ვერ მოახერხა, ფეხბურთელმა 2 თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ოქტომბერი 2019 19:32
    0
    ნაკრები თორემ ბარსაში ხო ბომბარდირია.
    Culé [?]
    #3 15 ოქტომბერი 2019 21:59
    2
    ამას ისე გააფუჭებს ვალვერდე რომ ნაკრებშიც ზამენაზე დასვავენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2019 21:45
    2
    რა ჯადო ადევთ ასეთი ამ ფეხბურთელებს აქ რო გადმოდიან კიმარა..იმედა მართლა მეორე კოუ არ გახდება..არადა კოუ უფრო მრავალმხრივი იგროკი იყო და მაინც რა დაემართა.
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ოქტომბერი 2019 20:19
    6
    არაუშავს მთავარია ბარსაში ყაროს გოლები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued