არტურო ვიდალი: მუცელზე ჩემპიონთა ლიგის ტატუსთვის ადგილი შენახული მაქვს
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა L'Equipe-თან ინტერვიუში თავის ტატუებზე ისაუბრა.
"მათი გაკეთება იტალიაში დავიწყე, ახლა კი 30-ზე მეტი მაქვს, მაგრამ მუცელზე ჩემპიონთა ლიგისთვის ადგილი შემონახული მაქვს."
"ევროთასების მოგების სურვილით შეპყრობილი ვარ. მჯერა, რომ წელს ამას შევძლებთ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო და ფიზიკურად ყველაზე ძლიერ კლუბში ვარ იმისთვის, რომ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ." - თქვა არტურო ვიდალმა.
ვიდალი ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2015 წელს იყო, თუმცა მისი "იუვენტუსი" ფინალში "ბარსელონამ" დაამარცხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]