სუარესი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირთა ოთხეულში შევიდა
"ბარსელონას" ცენტრფორვარდმა, ლუის სუარესმა "ეიბართან" დღეს გამართულ მატჩში (0:3), ლიონელ მესის პასით, ერთი გოლი გაიტანა.
32 წლის ურუგვაელისთვის, მიმდინარე სეზონის ლა ლიგის გათამაშების 7 მატჩში ეს გოლი რიგით მეხუთე გახდა.
საერთო ჯამში, სუარესს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 184 გოლი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით, კატალონიური კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა ოთხეულში ის ჟოზეპ სამიტიერთან მეოთხე ადგილს იყოფს.
მათ წინ ლადისლაო კუბალა (194 გოლი), სესარ როდრიგესი (232 გოლი) და ლიონელ მესი (605 გოლი) დგანან. ამ უკანასკნელმა დღევანდელ შეხვედრაში ასევე შეძლო გოლის გატანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]