მაქსიმ ლოპესი: "ბარსელონას" შემოთავაზების შემდეგ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი
ორი წლის წინ, მაქსიმ ლოპესს რობერტ ფერნანდესი დაუკავშირდა - ადამიანმა, რომელსაც მაშინ "ბარსელონას" სპორტული დირექტორის თანამდებობა ეკავა, "მარსელის" ახალგაზრდა ფეხბურთელს აცნობა, რომ "ბარსა" მისით დაინტერესებული იყო და სეზონის განმავლობაში თავი უნდა გამოეჩინა.
ფრანგი მოთამაშე Canal Football Club-თან ინტერვიუში ყვება, თუ რა მოხდა შემდეგ.
"მარსელში" ჩემი პირველი სეზონის შემდეგ "ბარსას" სპორტული დირექტორი ჩემს აგენტს ესაუბრა. მან მითხრა, რომ თუ კარგი სეზონი მექნებოდა, "ბარსელონა" ჩემდამი ინტერესს გამოავლენდა.
ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი: "მორჩა. მე ეს გავაკეთე". შემდეგ კი, ექვსი თვის განმავლობაში, გზა დავკარგე. ამ პერიოდში საკუთარ თავს საერთოდ ვერ ვცნობდი.
როცა ასეთ ასაკში ხარ და ასეთი დონის კლუბი დაგიკავშირდება, ბევრ რამეს წარმოიდგენ. ფეხბურთში კი განსხვავებული რეალობაა და ეს თავს მალევე იჩენს. ასეთი ტესტები ამ პროფესიაში აუცილებლად გხვდება და მენტალურად გაძლიერებს".
ლოპესი ახლა 21 წლისაა და ისევ "მარსელში" გამოდის, თუმცა მისით "ბარსელონას" დაინტერესებაზე კარგა ხანია, აღარაფერი ისმის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]