MD: "ნაპოლიმ" "ბარსელონას" სატრანსფერო პრიორიტეტს ფასი დაადო
ოთხშაბათს, როდესაც "ნაპოლი" "ზალცბურგს" ეთამაშებოდა, ტრიბუნებზე უამრავი გუნდის სკაუტი იმყოფებოდა, მათ შორის "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის". Mundo Deportivo-ს ცნობით ისინი იტალიური კლუბის ნახევარმცველს, ფაბიან რუისს აკვირდებოდნენ.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ მდიდარი კლუბების ინტერესით მოხიბლული "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტიისი, რუისს 180 მილიონ ევროდ აფასებს.
რამდენიმე კვირის წინ Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ფაბიანი "ბარსელონას" 2020 წლის სატრანსფერო პრიორიტეტი იქნებოდა.
ესპანელი ნახევარმცველით ასევე "რეალიც" ინტერესდება, რომელიც მას პოლ პოგბასა და კრისტიან ერიკსენის ალტერნატივად განიხილავს. პეპ გვარდიოლა კი 33 წლის დავიდ სილვას შემცვლელად.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]