პეპ გვარდიოლა ლიონელ მესიზე პირველი შთაბეჭდილებებს იხსენებს
"ბარსელონას" ლეგენდარულმა მწვრთნელმა და "მანჩესტერ სიტის" ახლანდელმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, ლიონელ მესისთან დაკავშირებული ეპიზოდები გაიხსენა.
კატალონიელის სიტყვებს Marca ციტირებს.
"აკადემიაში ვიღაცას ჰქონდა ნათქვამი, რომ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი იზრდებოდა. ფიზიკურად პატარა იყო, მაგრამ დრიბლინგი კარგად გამოსდიოდა და გოლებსაც იტანდა.
ერთ დღეს, მას აეროპორტში, Nike-ის მაღაზიაში შევხვდი. დავინახე, როგორი პატარა და მორცხვი იყო და ვიფიქრე: "ნუთუ ნამდვილად ესაა?"
შემდეგ, შოტლანდიაში, პრესეზონი დავიწყეთ. სულ ვიგებდით და ბევრ გოლს ვიტანდით - მესიც ბევრს იტანდა. ვიფიქრე, რომ მასთან ერთად ყველაფრის მოგებას შევძლებდით".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]