"ბარსელონა" "ლილის" ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იბრძვის
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" რამდენიმე ევროპულ კლუბს "ლილის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმჰენისთვის ბრძოლაში შეუერთდა.
20 წლის ნიგერიელი "ლილს" მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ნიკოლა პეპეს წასვლით გაჩენილი დანაკლისის შევსების მიზნით შეუერთდა და უკვე გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად ჩამოყალიბდა. ის ძირითადად ცენტრში თამაშობს და ბურთის სიღრმიდან ამოტანაც გამოსდის.
ოსიმჰენი "ბაიერნის" და "მილანის" ყურადღებასაც იქცევს, "ბარსელონაში" კი ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]