გვარდიოლა მესის თამაშს ეხმაურება
ჟოზეპ გვარდიოლას თქმით, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ლიონელ მესი 20 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა. არგენტინელმა დუბლი გაიფორმა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ლიონელ მესი 33 წლისაა, თუმცა არაჩვეულებრივი საზოგადოების განცვიფრებას თამაშით ჯერაც განაგრძობს.
"ერთ დღესაც მესი კარიერას დაასრულებს და "ბარსელონა" ამას უნდა გაუმკლავდეს. მოსამზადებლად კი საჭიროა სივრცის მოძებნა ქანდაკებისთვის ან რაიმე გზა, რითაც მესის ღვაწლი დაფასდება."
"ვარსკვლავებს სჭირდებათ სირბილი, როგორც დანარჩენებს. შენ უნდა დაარწმუნო ისინი, რომ გაიქცნენ. ხანდახან შენ მათ ეუბნები, რომ არ არბენინებ 40 მეტრშსაც კი, როგორც 20 წლის სპორტსმენს. მაგრამ მომეცი მიზეზი, რომ არ გარბენინო. როცდესაც ვიღაც არ დარბის, მაგრამ იტანს სამ გოლს, მე შემიძლია მისი ყიდვა. თუმცა, არავინაა, ვინც არ დარბის და მაინც 3 გოლი გააქვს. ყველაზე ახლოს ამასთან მხოლოდ მესია."
"მესი ძველებურად ვეღარ დარბის. თუ იგი ისე ირბენდა, როგორც თავის პირველ სეზონში, ყოველ სამ თვეში ტრავმას მიიღებდა. 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან ურთიერთობა მწვრთნელისთვის ყველაზე ძნელია."
"არიან დიდებული მწვრთნელები, რომლებმაც ვერაფერი მოიგეს, რადგან არ ჰყავდათ მესი. თუმცა, მე გამიმართლა, რადგან მყავდა მესი, ჩავი, ინიესტა, პიკე და კიდევ მრავალი სხვა მათი ფორმის პიკში. როდესაც "ბარსელონა" გამორჩეულად ასპარეზობდა ეს იყო მიქაელ ლაუდრუპის დროს, როცა იგი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშობდა და შემდეგ მესის დროს."
"მე ვეცადე "ბაიერნში", თუმცა იქ არავინ იყო ისეთი, რომ მოეტყუებინა სამი კაცი და შემდეგ გოლი გაეტანა. ამიტომ ჩვენ ალტერნატივა უნდა ვეძებოთ." - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]