ერიკ აბიდალმა ბუსკეტსის შესაძლო შემცვლელს ბრაზილიაში მიაგნო

ერიკ აბიდალმა ბუსკეტსის შესაძლო შემცვლელს ბრაზილიაში მიაგნო

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ბრაზილიაში იმყოფება და სამხრეთ ამერიკელ ტალანტებს აკვირდება.

Sport-ის ცნობით, ფრანგი დირექტორის ყურადღება "კრუზეიროს" 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, ედერსონმა მიიქცია.

ედერსონი "კრუზეიროში" პირველ სეზონს ატარებს. ის გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრად არ ითვლება, მაგრამ მაინც ბრაზილიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. 20 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, მოედანზე, შესაძლო წუთების 34% დაჰყო. 11 შეხვედრაში მან თავის 1 გოლით გამოჩენა მოახერხა.

კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსელონა" ედერსონს სერხიო ბუსკეტსის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ 31 წლის ესპანელი ნახევარმცველი უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ მხოლოდ რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 15 ნოემბერი 2019 00:16
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    ვან დე ბეეკი მოიყვანეთ და მაგარი ნახ დაცვა გვეყოლება. არტური, დე იონგი, დე ბეეკი, პუჩი, ვიდალი, ბუსი.

    მაგი საჭიროება არაა არადა ვინმე სუფთა ჩამშლელი ჯობია გვყავდეს...როდრის სტილის თუნდაც
    Culé [?]
    #4 31 ოქტომბერი 2019 20:39
    5
    ვან დე ბეეკი მოიყვანეთ და მაგარი ნახ დაცვა გვეყოლება. არტური, დე იონგი, დე ბეეკი, პუჩი, ვიდალი, ბუსი.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    JUZI
    სტუმარი [?]
    #3 31 ოქტომბერი 2019 20:37
    13
    რამდენიმე სეზონი არა ფლავი, ამ სეზონს ჩაამთავრებს თუ არა სათადარიგო სკამი ელოდება.
    😎😎😎😎 მეტი დრო დეიონგს და არტურს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 ოქტომბერი 2019 19:42
    6
    ამან ხო შეიყო ამ ბრაზილიელებით, ერთი სამპერს უნდა შეეცვალა და მეორე ეს შეცვლის, საფრანგეთი მიაქ ტალანტებს და ეს კიდე ბრაზილიელ ცანცარებს დასდევს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 ოქტომბერი 2019 19:09
    11
    ბუსკეცის შემცვლელი გვყავს უკვე დე იონგის სახით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued