სამუელ ეტო'ო: გვარდიოლას ფანი ვარ
"ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო იმ მწვრთნელზე საუბრობს, რომლის გამოც მან კატალონიური კლუბი დატოვა.
კამერუნელ თავდამსხმელს არასდროს დაუმალავს, რომ ის გვარდიოლას, როგორც ადამიანს, დიდ პატივს არ სცემს, მაგრამ ბოლო დროს, ეტო'ო პეპს, როგორც მწვრთნელს, ხშირად აქებს.
AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეტო'ომ თავის სამწვრთნელო ამბიციებზე ისაუბრა და დაასახელა სპეციალისტი, რომელიც, მისთვის, მისაბაძია.
"მე გვარდიოლას ფანი ვარ. ფეხბურთი მიყვარს და მიმაჩნია, რომ ლამაზად მოგება მნიშვნელოვანია. ფეხბურთი თეატრს ჰგავს: სტადიონზე მოხვედრა და სპექტაკლის ნახვა სიამოვნება უნდა იყოს. როდესაც გვარდიოლას გუნდის თამაშს უყურებ, არასდროს მოიწყენ."
რამდენიმე კვირის წინ სამუელ ეტო'ომ განაცხადა, რომ მას გვარდიოლა უყვარს, მაგრამ მხოლოდ როგორც მწვრთნელი. უფრო ადრე, კამერუნელმა თავის სამწვრთნელო ამბიციებზე ისაუბრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]