რატომ ათამაშებს ვალვერდე დე იონგს ყოველთვის?
მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" 13 თამაში ჩაატარა და გუნდის ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა მონაწილეობა ყველა მათგანში მიიღო, აქედან 12-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ერნესტო ვალვერდე, "ლევანტესთან" დღეს გასამართი მატჩის წინ, საუბრობს მიზეზზე, რომლის გამოც ის ჰოლანდიელ ნახევარმცველს ყოველთვის ათამაშებს.
"დე იონგი ჩვენს თამაშს სიცოცხლეს მატებს. ის ბევრს აკეთებს როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ზოგადად, მაგალითად, ბურთის ფლობის დროს.
ფრენკი დაცვაშიც ძალიან გვეხმარება. მას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და მისი ასაკის გამო, მისგან სწორედ ამას ველით." - განაცხადა ვალვერდემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]