"ბარსელონა" ლა ლიგის სეზონის ყველაზე პროდუქტიულ მეკარეს ხვდება

"ბარსელონა" ლა ლიგის სეზონის ყველაზე პროდუქტიულ მეკარეს ხვდება

დღეს საღამოს, "ბარსელონას" საკმაოდ რთული გამოცდა ელის - კატალონიელები დაუპირისპირდებიან მეკარეს, რომელსაც ამ სეზონში, ლა ლიგაში, ყველაზე მეტი სეივი აქვს შესრულებული.

"ლევანტეს" კიპერის, აიტორ ფერნანდესის ანგარიშზე 44 სეივია, რაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენის და იან ობლაკის მაჩვენებლებსაც კი აღემატება. 

ფერნანდესი 28 წლისაა და გუნდში და ოიერ ოლასაბალი თამაშობს, პირველი მეკარის სტატუსი აქვს. 

თავის მხრივ, ეს მატჩი აიტორისთვისაც დიდი გამოწვევაა, რადგან "ბარსამ" აქამდე ჩატარებულ 10 ტურში 28 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია, კატალონიელთა კაპიტანი, ლიონელ მესი კი "ლევანტეს" განსაკუთრებით არ წყალობს. არგენტინელს ვალენსიური გუნდის კარში 19 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი. 

შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    WinGs
    სტუმარი [?]
    #7 2 ნოემბერი 2019 19:05
    0
    Marca-ზე წერია რომ 18 წლისაა და არ გადამიმოწმებია, ახლა გავასწორე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ნოემბერი 2019 19:02
    0
    აიტორ ფერნანდესი 28 წლისაა მაგის საუკეთესობა არ გაიშვას, საიდან მოიტანეთ 18 joy
    Culé [?]
    #5 2 ნოემბერი 2019 17:56
    0
    ციტატა: Andres_Iniesta
    იმედია ამოტენის

    შემადგენლობა არ დაიდო?

    კი,
    ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, არტური, სუარესი, მესი, ლანგლე, გრიზმანი, ს. რობერტო, დე იონგი, ვიდალი
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ნოემბერი 2019 17:49
    2
    ამოიტენება დღეს ლევანტე მესის შვილის დაბადების დღეა და ერთ სამ გოლს უეჭველი მიუძღვნის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 2 ნოემბერი 2019 17:01
    3
    იმედია ამოტენის

    შემადგენლობა არ დაიდო?
    aleko1296
    სტუმარი [?]
    #2 2 ნოემბერი 2019 16:57
    1
    28 წლისააა რა 18 :D
    Culé [?]
    #1 2 ნოემბერი 2019 16:30
    1
    ამ ასაკის მოთამაშისთვის საოცარი შედეგია
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca