მარკ კროსასი: "ბარსელონა" "რეალს" ემსგავსება
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი მარკ კროსასი ერნესტო ვალვერდეს კარგ მწვრთნელად მიიჩნევს, მაგრამ მაინც აცხადებს, რომ 55 წლის სპეციალისტმა კატალონიურ გუნდს საფირმო ფილოსოფია დაუკარგა.
"ბარსელონას" თამაში ნაცრისფერი გახდა, რისი მიზეზიც მწვრთნელია.
ვალვერდე კარგი მწვრთნელია. მან კარგად იმუშავა და ლა ლიგა 2-ჯერ მოიგო, მაგრამ ის ნაცრისფერი მწვრთნელია, როგორც მისი გუნდი.
საკითხი არ დგას, დაკარგა თუ არა "ბარსამ" თავისი ფილოსოფია, რადგან ის უკვე დაკარგულია. "ბარსას" ფილოსოფია მხოლოდ მოგებაზე არაა დაფუძნებული. ახლა, პრობლემა ფილოსოფიის დაბრუნებაა.
"ბარსელონა" გახდა გუნდი, რომელიც უფრო და უფრო დამოკიდებულია ვარსკვლავებზე და არა გუნდზე. ის უფრო ფლორენტინოს "რეალს" ემსგავსება, ვიდრე 6 ტიტულის მომგებ "ბარსას". - ციტირებს 31 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Marca.
მარკ კროსასი "ბარსელონას" აკადემიაში 2002 წელს, 14 წლის ასაკში მივიდა. კატალონიურ კლუბში მან 5 წელი გაატარა და შესაბამისად, ესპანელმა ნახევარმცველმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს "ბარსელონას" ფილოსოფია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]