კროსასი: ”არ ვიცი გადმოვა თუ არა ბოიანი ”ვოლგაში”
”ვოლგას” ნახევარმცველმა, მარკ კროსასმა გულშემატკივრების შეკითხვაზე პასუხის გაცემისას შეაფასა მის გუნდში საუკეთესო მეგობრის და ”ბარსელონას” ფეხბურთელის, ბოიან კრიკიჩის გადასვლის შანსი.
”გადმოვა თუ არა ბოიანი ”ვოლგაში”? (იცინის). ახლა ის ”ბარსელონაში” თამაშობს, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელია გამოიცნო, თუ რა მოხდება ხვალ. ახლა შემიძლია ვთქვა არა, არა, არა.. ხოლო შემდეგ... როცა 18 წლის ვიყავი ”ბარსას” ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი, მაშინ წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ რუსეთში ვითამაშებდი. კიდევ გავიმეორებ, საფეხბურთო სამყაროში ვერ განსაზღვრავ, თუ რა მოხდება ხვალ” - მარკ კროსასის სიტყვებს ”ვოლგას” ოფიციალური საიტი ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]