"კლასიკო", შესაძლოა, სამუშაო დღეს, დღის საათებში ჩატარდეს
18 დეკემბერს გასამართი "ელ კლასიკო", შესაძლოა, უჩვეულო დროს ჩატარდეს.
თამაში, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, კატლონიის დედაქალაქში იმ დროისთვის მიმდინარე არეულობის გამო გადაიდო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების თხოვნა გაითვალისწინა და შეხვედრა 18 დეკემბერს, ოთხშაბათს დანიშნა.
ლა ლიგა თამაშის 18 დეკემბერს ჩატარების წინააღმდეგი იყო, რადგან სეზონის პირველი "კლასიკო" აზიელ გულშემატკივრებზე იყო გათვლილი და სამუშაო დღეს ადგილობრივი დროით დღის საათებში თამაში გაჭირდებოდა.
Sport-ის ცნობით, ლა ლიგა უკან არ იხევს და აპირებს, სამუშაო დღის მიუხედავად, თამაში დღის საათებში დანიშნოს. ივარაუდება, რომ თამაში ესპანეთის დროით 13:00-დან 17:00 საათამდე (თბილისის დროით 16:00-დან 20:00 საათამდე) დაინიშნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]