არსენ ვენგერი: მესის "არსენალში" გადაყვანას ვცდილობდი
ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმ დროს იხსენებს, როდესაც მას "ბარსელონადან" "არსენალში" ლიონელ მესის, ჟერარ პიკესა და სესკ ფაბრეგასის გადაყვანა უნდოდა.
ეს 2003 წელს ხდებოდა, როდესაც ამომავალი ვარსკვლავები 13 წლის იყვნენ. 16 წლის წინ, ვენგერმა მიზანს ფაბრეგასის შემთხვევაში მიაღწია. პიკე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, ხოლო მესი "ბარსელონაში" დარჩა. მოგვიანებით, პიკე და ფაბრეგასი "ბარსელონაში" დაბრუნდნენ.
"მესის შეძენას ვცდილობდით. მიზანთან ახლოს არ ვყოფილვართ, მაგრამ ვცდილობდით. გვინდოდა პიკე, ფაბრეგასი და მესი დაგვემატებინა. იმ დროისთვის, მესის "ბარსელონაში" უკვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" ვითამაშეთ. იმ მატჩში მესიმ მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. 13 წლის წინ ის უკვე პირველი გუნდის უცვლელი წევრი იყო. რასაც მან მიაღწია, უბრალოდ დაუჯერებელია." - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]