6 "ბარსას" ფეხბურთელი uefa.com–ის წლის გუნდში
მოგეხსენებათ uefa.com გამოკითხვის შედეგად, ყოველ წელს ავლენს საუკეთესო თერთმეტეულს, ანუ უეფას წლის გუნდს. ხალხის უმრავლესობამ მხარი "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს დაუჭირა და მათი მეშვეობით ამ გუნდში 6 "ბარსას" ფეხბურთელი მოვხდა: პიკე, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი და ვილია. დაცვაში პიკე და პუიოლი, ნახევარდაცვაში ჩავი და ინიესტა, ხოლო თავდასხმაში ლეო მესი და დავიდ ვილია მოხვდნენ.
გვარდიოლას შეგირდების გარდა 2010 წლის საოცნებო გუნდში მოხვდნენ მეკარე იკერ კასილიასი(რეალ მადრიდი), მცველები: მაიკონი(ინტერი) და ეშლი კოული(ჩელსი). ნახევარმცველები: კრიშტიანო რონალდუ(რეალ მადრიდი) და უესლი სნეიდერი(ინტერი). uefa.com–ზე დაყრდნობით წლის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა.
"ბარსას" 6 ფეხბურთელი წლის გუნდში მეორედ მოხვდა. 2009 წლის საუკეთესო თერთმეტეულში, ალვეში, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი და იბრაჰიმოვიჩი მოხვდნენ. "ბარსელონას" კაპიტანს კარლეს პუიოლს რეკორდი ეკუთვნის. 2001 წლიდან დღემდე uefa.com–ის წლის გუნდში, იგი მე–6–ედ მოხვდა. მესი და ჩავი ამ გუნდში 3–3–ჯერ არიან მოხვედრილნი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]